- ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი “VILNIUS”, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
“საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი განთავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბორანს უფასოდ მომემსახურა სალოცმანო კომპანია “ფოთი პაილოტიც”.
სახელმწიფო გადასხდელებთან ერთად, გემი განთავისუფლდა სალოცმანო მომსახურების საფასურისგანაც.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სურვილის შემთვევაში, გამოეგზავრებიან ბათუმში და უსასყიდლოდ განთავსდებიან სასტუმროში”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.