- კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ამდინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში.წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.