ფოთში მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა.

ახალი, N4 მარშრუტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ფარნავაზ მეფის ქუჩა-რუსთაველის რკალი -აღმაშენებლის ხიდი, თავდადებულის ქუჩა შუქურამდე. უკუსვლა- შუქურიდან, თავდადებული, ბერდიანსკის, თამარ მეფის, კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, აღმაშენებლის, გეგიძის, რეკვავას, სამეგრელოს მოედანი ფარნავაზ მეფის ქუჩამდე . ( ავტობუსი იმოძრავებს 30 წთ შუალედით);

მარშრუტი- N5 (პარკის უბანი) სამეგრელოს მოედანი, სპორტს კომპლექსი(აუზი), პარკი არენა, რკ.სადგური, პორტი -ცენტრი-სამეგრელოს მოედანი, (წრიული) ავტობუსი იმოძრავებს 40 წთ შუალედით.

უწყების ცნობით, ეტაპობრივად მოხდება ახალი მარშრუტების დამატება.

კომენტარის დატოვება