“ბომონდში” 45 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 13 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 184 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 49 მოქალაქე.

ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პირის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 27 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი 105 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 72 ადამიანი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 213 მოქალაქე.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 43 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისში გადიოდა.

კომენტარის დატოვება