- ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს.
AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე.
შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას ფასილიტაციითა და რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
შეხვედრებზე OVOP მიდგომის ჭრილში, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავებისა და ტექნოლოგიური პროცესის პერსპექტივები და შესაძლებლობები იხილება.
პროექტს ახორციელებს “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში”
დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში- SDC.
თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development