- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით 74 წლის ფოთელი ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 204 25, „პისიარ“ ტესტით – 9 309.