- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და ღონისძიება.
ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება.
14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები;
14:00-18:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
15:00-17:00 ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი;
14:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი „ფაზისი“, ანსამბლი „თაობა“, საესტრადო სტუდია „ანა-ბანა“, ფოთის სალოტბარო სკოლა, ანსამბლი „იაგუნდი“, სტუდია ,, ენკი-ბენკი”, ანსამბლი „არგონავტები“, ანსამბლი „ლაზიკა“, ანსამბლი „როკვა“, ანსამბლი „თეთრი თოლია“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორნატი“.
17:10 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა;
17:30 ქალაქ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი.