მომდევნო დღეებში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნებული იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12,...

ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ახალი მარშუტი დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ფოთში, B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს ახალი საგამოცდო მარშრუტი დაემატა. სააგენტოს ცნობით, საგამოცდო მარშრუტი №6 შემდეგი მიმართულებით განისაზღვრა: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია, ჭავჭავაძის ქ, სამეგრელოს ქ, გეგიძის ქ, გორგასლის ქ, დავით აღმაშენებლის ქ, თამარ მეფის ქ, ბერდიანსკის ქ, დემეტრე თავდადებულის ქ, მშვიდობის ქ,...