ფოთელი სპორტსმენების წარმატება

22-23 მარტს, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა უშუ-კუნგფუს საერთაშორისო ღია ჩემპიონატი, რომელშიც ორმა ფოთელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს. მარიამ არზიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა, გვანცა ქარჩავამ კი 3 ვერცხლის მედალი.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება. ​უწყების ცნობით, განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით: "უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე - 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. ​ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ...