“განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. “პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული...