ფოთმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ჯამში წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი ვაკანსია. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმი“ ახალი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით მაღალანაზღაურებად პოზიციებს სთავაზობს. ასევე, კომპანია დასაქმებულებს ადგილზე პროფესიული უნარების განვითარებასა და გადამზადებაში შეუწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ ადგილსა და კვებას.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული კეფალის სახეობის 51...
ფოთში დასაქმების ფორუმი გაიმართება
12 თებერვალს, ფოთში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ქალაქ ფოთში დასაქმების ფორუმს ორგანიზებას უწევს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, კომპანია ,,ბლექსი პეტროლიუმის'' ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ფოტო: მედია
მომდევნო დღეებში ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....
სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში ,,ლიმენა” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის...