ფოთმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

ფოთმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ჯამში წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი ვაკანსია. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმი“ ახალი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით მაღალანაზღაურებად პოზიციებს სთავაზობს. ასევე, კომპანია დასაქმებულებს ადგილზე პროფესიული უნარების განვითარებასა და გადამზადებაში შეუწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ ადგილსა და კვებას.