2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება

  • 2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება.

ქალაქის ბიუჯეტის ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“გაზრდილი ბიუჯეტით უფრო ეფექტურად და სწრაფი ტემპით გაგრძელდება ქალაქის განვითარება. მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობის წევრებს ქალაქ ფოთის მხარდაჭერისთვის”.-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.