ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
12-14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...
ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ?...
10 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...
ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა
საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთში. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და ბათუმში მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, აქციები განახლდება.
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...