სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 818 000 ლარი გამოიყო

ფოთში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 818 000 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.