ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთში. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და ბათუმში მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, აქციები განახლდება.