ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრები დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა, ყოფილ მინისტრებს – ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.