საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
ვალერი გეგიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ფოთში, ვალერი გეგიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, ვალერი გეგიძე ინოვაციების და სიახლეების ინიციატორი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა ფოთის ნავსადგურის აბრეშუმის კარიბჭედ ქცევას. მისი მხარდაჭერით 200-მდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა საზღვარგარეთ მიეღო განათლება.
“სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ფოთში, საგანმანათლებლო პროგრამის "სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მთავარი პრიზი, 20,000 ლარი, გადაეცა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდს, მათი იდეის — სკოლაში განახლებადი ენერგიის წყაროებით („მზის პანელებით“) აღჭურვის განხორციელებისთვის. სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ეკრანი, ხოლო N3, N4 და N5 საჯარო სკოლებს დამატებით...