დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

სეს-ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. ქალაქ ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით....

12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...

ფოთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ფოთში, 12 ოქტომბერს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, ნებისმიერ მსურველს უფასო კონსულტაციას გაუწევენ. პაციენტებს მოემსახურება: გასტროენტეროლოგი; კარდიოლოგი; ქირურგი; თერაპევტი; გინეკოლოგი; უროლოგი; დერმატოლოგი; ტრავმატოლოგი; ნეიროქირურგი; ნევროლოგი; ოფთალმოლოგი; რადიოლოგი; უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლის შენობაში მისამართი: ნინო ჟვანიას...

დღეს თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორია

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, ქალაქ ფოთში მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები და მიმდებარე ტერიტორია. რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის: თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ ნისლში მოხვედრას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა. უწყების ცნობით, უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა ჭიდაობის კომპლექსური სკოლა, კრივის სასპორტო სკოლა, მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და საცურაო კომპლექსი. ახალი სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, ჰანტელების დაფებს (2.5-დან 12.5 კგ-მდე), ოლიმპიურ ღერძებს და პრესის საწოლებს.

2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება

2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება. ქალაქის ბიუჯეტის ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "გაზრდილი ბიუჯეტით უფრო ეფექტურად და სწრაფი ტემპით გაგრძელდება ქალაქის განვითარება. მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობის წევრებს ქალაქ ფოთის მხარდაჭერისთვის".-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

4-7 ოქტომბერს თბილი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...