ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამაკაცი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ფოთში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველო გააწევრიანოს ევროკავშირში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით...