ფოთში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.

მიწის სისტემური უფასო რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 2025 წლის ბოლომდე უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომელიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ...