ძლიერმა ქარმა ზიანი მიაყენა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილს

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც. "სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში, ბოლო დღეებში არსებული სტიქიის გამო ზიანი მიადგა როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების ნაწილს. შესაბამისი სამსახურები, აქტიურად მუშაობენ, ქალაქის...