ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში დაფიქსირებულმა ძლიერმა ქარმა (დაქროლვა 29 მეტრამდე წამში) პრობლემები შექმნა. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები. უწყების ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ყველა შემოსულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახორციელებენ. სპეციალური კომისიის მიერ დაჩქარებული ტემპით მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი...