ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სპორტულ დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა განახლდა. უწყების ცნობით, უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა ჭიდაობის კომპლექსური სკოლა, კრივის სასპორტო სკოლა, მოკრივეთა კლუბი „ლიდერი“ და საცურაო კომპლექსი. ახალი სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, მრავალფუნქციურ ტრენაჟორებს, ჰანტელების დაფებს (2.5-დან 12.5 კგ-მდე), ოლიმპიურ ღერძებს და პრესის საწოლებს.