2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება. ქალაქის ბიუჯეტის ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "გაზრდილი ბიუჯეტით უფრო ეფექტურად და სწრაფი ტემპით გაგრძელდება ქალაქის განვითარება. მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობის წევრებს ქალაქ ფოთის მხარდაჭერისთვის".-აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.