ფოთში საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა

ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა. სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით.

ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება და წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის EU4Culture...

12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ...

ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.

10-12 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) პროგრამაზე სწავლობ და გაქვს 2023 - 2024 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია!...

დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამით ცხადდება საგრანტო კონკურსი

ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამით ცხადდება საგრანტო კონკურსი ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოებისთვის, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით-კულტურის პროფესიონალები და ხელოვანები ეწვევიან ქალაქ ფოთს და მარინისტულ თემაზე ნამუშევრებს შექმნიან. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულმა ორგანიზაციამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2024 წლის 9 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია ელექტრონულ ფოსტაზე:...