ფოთში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ელექტროგადამცემი სადენები. "ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. დილიდან, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება გზები. სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩართულები არიან ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის და მერიის...