ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.