ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) პროგრამაზე სწავლობ და გაქვს 2023 - 2024 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია!...