აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა...