მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები

დღეს, 20:30 საათიდან, ქალაქ ფოთში მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის: თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ ნისლში მოხვედრას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...

ფოთში “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” იწყება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მესამედ განახორციელებს კინოსკოლის პროექტს ახალგაზრდებისათვის. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის კურსი შედგება თეორიული სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სამუშაოებისაგან. თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება შეისწავლონ სამსახიობო ხელოვნება, კინოდრამატურგია, კინოსაოპერატორო ხელოვნება, კინორეჟისურა და მონტაჟი, კინოსა და კულტურის მენეჯმენტი. ხოლო პრაქტიკულ სამუშაოზე შეისწავლიან მოკლემეტრაჟიან...

შეიქმნება დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განიხილავენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც იგეგმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობა. კერძოდ: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ...

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ქალ მეწარმეებს შეხვდა და მათ კონკურსში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით, გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების...

უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

დღეს ფერისცვალება აღინიშნება

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

მერია-ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში 20 მილიონი ლარის ღირებულების გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება მნიშვნელოვანი დატვირთვის 10 ქუჩაზე. უწყების ცნობით, ჯამში, 17 კმ-ზე მეტი სიგრძის გზის მონაკვეთზე, დაიგება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროცესში დაზიანებული...

„ოცნებამ“ ფოთი, სენაკი, ხობის დელეგატად გიორგი ხახუბია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ფოთი, სენაკი, ხობის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის დელეგატი გიორგი ხახუბია იქნება.

შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განხორციელდა, მიღებული შედეგები კი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. “შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და...