ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი – 2024” გაიმართა

ფოთში, XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი - 2024" გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის, 14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს. ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია...