ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

19 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქ ფოთში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის აქცია. "ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება გაიღოს სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. კამპანიაში ჩართვის მსურველი მოხალისეები შეგიძლიათ მობრძანდეთ მისამართზე: ქალაქი ფოთი, აღმაშენებლის 12, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.'-აღნიშნულია ინფორმაციაში. სისხლის უანგარო დონაციის აქცია ,, გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით...