ფოთში “ნანა ალექსანდრიას თასი -2024” გაიხსნა

დღეს, ფოთში, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი -2024" გაიხსნა. მასში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს. "საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო...

ფოთში “კეფალის ფესტივალი” გაიმართება

17 აგვისტოს, ფოთში, "კეფალის ფესტივალი" გაიმართება. ინფორმაცია ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. ღონისძიებები ოქროს ტბაზე ჩატარდება. დაგეგმილია სპორტული თამაშები, კვესტები, მასტერკლასები, ქალთა რბოლა, იოგა, ცეკვა, წყლის თამაშები და საბავშვო წუთები. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის სლოგანია "გავაფერადოთ შავი ზღვა".