ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

"ეიპიემ ტერმინალს ფოთისა" და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, პროგრამის "სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ...