“სოციალური ინოვაციები მომავლისთვის”

საგანმანათლებლო პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვeდრაზე, ფოთის საჯარო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეები, გუნდის მენტორებთან ერთად ჩართულები იყვნენ დიზაინის აზროვნების და სოციალური ინოვაციების შესახებ ვორქშოფებში. პროგრამა მიზნად ისახავს ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინტერესის გაღვივებას სოციალური ინოვაციების და დიზაინის აზროვნების მიმართ, მათი აქტიური ჩართულობის...

ფოთში “პალიტრა ფოთი 2024” გაიხსნა

ქალაქ ფოთში საერთაშორისო პლენერი "პალიტრა ფოთი 2024" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომლებიც სამხატვრო სასწავლებლის საგამოფენო სივრცეში განთავსდება. საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მესამედ იმართება. მისი მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად...

ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სრულად გადაიხურა 7 მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი: კოსტავას ქუჩა N10; სამეგრელოს ქუჩა N34; სამეგრელოს ქუჩა N36; აღმაშენებლის ქუჩა N28; კაცაძის ქუჩა N6; 9 აპრილის ხეივანი N33; ჩხეიძის ქუჩა N6-ში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 4 მისამართზე: მემედ აბაშიძის N14;...

25-26 ივნისს ზღვაზე შტორმია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსი გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსებზე მიღება გრძელდება. კურსი განკუთვნილია ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული...

გამოცდები 2024-ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი

ფოთში, ყველა ქომაგს შესაძლებლობა ექნება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი. 18 ივნისს, 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე მოწყობილ დიდ ეკრანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება. 19:00 საათიდან, მოეწყობა საზეიმო მსვლელობა დრამერების შოუს და დროშების თანხლებით აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან)...

სამინისტრო: პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ სამინისტროსთან შეუთანხმებლად შეწყვიტა სერვისის მიწოდება. შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ,...