- ფოთში 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მედალოსანი 29 კურსდამთავრებული გახდა, მათ შორის 20 ოქროს, ცხრა კი ვერცხლის მედალოსანია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ დემურ ზერაგიას.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს.