- კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში.
წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.