აიიპ “სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საკონსულტაციო საბჭო” შექმნილია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ლიდერი ფერმერების, კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან.
საბჭო მიზნად ისახავს ფერმერთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სიახლეების, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას ფერმერთა საქმიანობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად.
აიიპ ” სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საბჭო” ოფიციალურად დარეგისტრირდა. ელ-ფოსტა: agrosamegrelo2021@gmail.com ტელ: +995 595- 73-00-64
ფერმერთა საბჭო ჩამოყალიბდა პროექტის – “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერება სასიცოცხლო წყაროების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში” ფარგლებში.
დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში – UNDP და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში- SDC.