- ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე ანაზღაურდება.
ფოტო: ინტერპრესნიუსი