- 22 ივნისს, 12:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი.
შეგახსენებთ, რომ საკონკურსო განაცხადების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და კონკურსის წესების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/c8su6ym7
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.