- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთში, 908 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე კალათები დაურიგდა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს.
უწყების ცნობით, სადღესასწაულო კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს, რომელიც ჯამში, 1300-მდე ოჯახმა მიიღო .
სასურსათო კალათები დაურიგდა სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებსა და ვეტერანებს.