- ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.