ფოთში 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

  • ქალაქ ფოთში, 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი და მასწავლებელთა დღის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

წარმატებული საქმიანობისთვის, სპეციალური სიგელით და ფულადი პრემიით საჯარო და კერძო სკოლის 14 მასწავლებელი და კოლეჯ “ფაზისის” ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა.

ძვირფასო პედაგოგებო მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისთვის, არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვისა და შთაგონებისთვის. თითოეული თქვენგანი ყოველდღიურად აღვივებთ მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულს და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებთ. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ფოთში, ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საჯარო სკოლის 4 პედაგოგი დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა.

სპეციალურად, მასწავლებლებისათვის მიძღვნილი საღამო ჯგუფი ,,მირზა და ბენდის- ელენე ფოჩხუა, სოფო პაპუაშვილი” და ანსამბლი ,,ოდას” კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას ფოთის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს