- ქ. ფოთსა და ქ. სენაკში წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟმში მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე მძიმე და სპეცტექნიკა.
უწყების ცნობით, უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგად, ქალაქ ფოთის მოსახლეობა წყალს, შესაბამისი გრაფიკით, დღის ბოლოს მიიღებს. პარალელურად გრძელდება ქალაქ სენაკის ცენტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მუშაობის პროცესს არსებული წყლის დონე ართულებს.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების აღსადგენად ფიზიკური სამუშაოები აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
სამეგრელოს რეგიონში სტიქიის ადგილას იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძე.
ინფორმაციისთვის: სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფრასტრუქტურა დააზიანა. რის შედეგადაც, ქ.სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვთ.