- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში დაფიქსირებულმა ძლიერმა ქარმა (დაქროლვა 29 მეტრამდე წამში) პრობლემები შექმნა. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები.
უწყების ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ყველა შემოსულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახორციელებენ.
სპეციალური კომისიის მიერ დაჩქარებული ტემპით მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ძლიერი ქარის და წვიმის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში:
მერის წარმომადგენელი ცენტრის უბანში: 579 75 20 17;
მერის წარმომადგენელი კუნძულის უბანში: 551 41 11 02;
მერის წარმომადგენელი ნაბადის უბანში: 599 25 41 21;
მერის წარმომადგენელი მალთაყვის უბანში: 555 57 14 38