- ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა და დააზიანა რამდენიმე ავტომობილი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოხდება დროებითი გადახურვა ამინდის გაუმჯობესებამდე.
“ასევე, დაჩქარებული ტემპით მოხდება მიყენებული ზარალის შეფასება და დაიწყება კაპიტალური გადახურვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე – 0493 22 12 95”.-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.