- ფოთში, ფოტოხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “შავი ზღვა 2024” გაიხსნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად, უცხოელი ფოტოხელოვანები მონაწილეობენ, რომლებიც შვიდი დღის მანძილზე ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს ფოტოებზე ასახავენ.
ფესტივალის მიზანია, ქალაქ ფოთში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო ფესტივალი ,,შავი ზღვა 2024″ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მესამედ იმართება.