ფოთში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

  • ფოთის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

აღნიშნული აქცია მოქმედებს შემდეგი ჯგუფებისთვის:

ბავშვები და მოზარდები – 5-დან 18 წლამდე;

პენსიონერები;

სოციალურად დაუცველები – (1000-დან 70 000 ქულამდე);

აქციის ფარგლებში, უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია შემდეგ სპეციალისტებთან:

ოჯახის ექიმი;

პედიატრი;

ნევროლოგი;

ტრავმატოლოგი;

უროლოგი.

სამედიცინო აქციები გაიმართება:

12 და 19 ივლისს – 10:00-დან – 15:00 საათამდე;

13 ივლისს – 15:00-დან – 18:00 საათამდე.

ჩასაწერად დაუკავშირდით ნომერზე: 16033

მისამართი: საქართველოს კლინიკები-ფოთის ჰოსპიტალი – გურიის ქუჩა N171.