ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

  • ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები, რკინის კონსტრუქციისგან დამზადებული მოტორიანი ნავის საშუალებით, უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული კეფალის სახეობის 51 კგ თევზი.

უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.